მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ერაყსა და სირიაში თურქეთის ანტიტერორისტული ოპერაციები გაგრძელდება

17.01.24 10:00


თურქეთის ანტიტერორისტული ოპერაციები ერაყსა და სირიაში იქამდე  გაგრძელდება, ვიდრე თურქეთის სამხრეთ საზღვრის გასწვრივ, ჩრდილოეთ ერაყის მთიანი რეგიონი სრულად დაცული არ იქნება, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

 

„ჩვენი ოპერაციები ამ რეგიონში გაგრძელდება, ვიდრე არ დავიცვათ ყოველ სანტიმეტრს ჩრდილოეთ ერაყში, რომლებიც ტერორისტული აქტების წყაროა. ბოლო ხუთი დღის განმავლობაში სირიასა და ერაყში საჰაერო ოპერაციების ფარგლებში 114 სამიზნე გავანადგურეთ, 78 ტერორისტი განეიტრალებულია. ამასთან ერთად, ჩვენმა საზღვრისპირა ოპერაციებმა ჩაშალა შეთქმულებები, რაც მიზნად ისახავდა თურქეთის შიდა არეულობას არალეგალური მიგრაციის ტალღის გამო“, – განაცხადა ერდოღანმა.

 

ერდოღანის თქმით, თურქეთი ვალდებულია, გააგრძელოს ეს ბრძოლა არა მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოებისთვის, არამედ მომავალი თაობისთვის, რომელიც ტერორიზმისგან თავისუფალ გარემოში უნდა გაიზარდოს.

 

„თურქეთი აუცილებლად გადადგამს დამატებით ნაბიჯებს ტერორიზმთან საბრძოლველად უახლოეს თვეებში. ჩვენ არ გავჩერდებით, ვიდრე არ გავანადგურებთ ტერორისტულ ბუდეებს“, – აღნიშნა ერდოღანმა.

 

1tv.ge

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები