მსოფლიო

ნატო-ს ქვეყნები რუსეთთან ომისთვის უნდა მოემზადონ 

19.01.24 15:00


ნატო-ს ქვეყნები არ უნდა იყვნენ იმის იმედად, რომ მშვიდობიანი ცხოვრება თავისთავად გაგრძელდება და რუსეთთან ომისთვის უნდა მოემზადონ, რომელიც დიდ გავლენას მოახდენს მშვიდობიან მოსახლეობაზე, - მედიის ინფორმაციით, ეს მოსაზრება ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ნიდერლანდელმა ადმირალმა რობ ბაუერმა ჟურნალისტებთან საუბარში გამოთქვა.

 

“უნდა გავაცნობიეროთ ის, რომ მშვიდობიანად ვცხოვრობთ, მოცემულობა არ არის. სწორედ ამიტომ ვემზადებით რუსეთთან კონფლიქტისთვის, მაგრამ დისკუსია გაცილებით ფართოა. ეს არის ინდუსტრიული ბაზა და ასევე ადამიანები, რომლებსაც უნდა ესმოდეთ, რომ ისინი გარკვეულ როლს ასრულებენ”, - აღნიშნა ბაუერმა.

 

მისი თქმით, მშვიდობიანი მოქალაქეები მზად უნდა იყვნენ კონფლიქტისთვის მომდევნო 20 წლის განმავლობაში, რომელიც მოითხოვს მათ ცხოვრებაში დიდ ცვლილებას.

 

ბაუერის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ გლობალური ომი დაიწყება, მთავრობები დაწმუნებული უნდა იყვნენ, რომ მათი ქვეყნები მზად არიან ომისთვის.

 

“უნდა დავიწყოთ იმის გაცნობიერებით, რომ ყველაფრის დაგეგმვა არ შეიძლება და ყველაფერი შოკოლადში არ იქნება მომდევნო 20 წლის განმავლობაში”, - აღნიშნა ბაუერმა.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები