მსოფლიო

ჟოზეფ ბორელი: მიუღებელია იმის თქმა, რომ ორი სახელმწიფოს პრინციპი არ გვსურს

22.01.24 15:58


ჟოზეფ ბორელი ისრაელ-ღაზის ომთან დაკავშირებით, ორი სახელმწიფო პრინციპის მომხრეა. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ამის შესახებ ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

 

ჟოზეფ ბორელმა განმარტა, რომ ღაზის სექტორში ამაზე უარესი ჰუმანიტარული მდგომარეობა წარმოუდგენელია. 21 იანვარს „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ ომის შედეგად ანკლავში 25 ათასი ადამიანია დაღუპული.

 

„ვფიქრობ, უნდა შევწყვიტოთ საუბარი სამშვიდობო პროცესზე და დავიწყოთ საუბარი უფრო კონკრეტულ, ორი სახელმწიფოს პრინციპის პროცესზე, ვინაიდან მშვიდობა შეიძლება მრავალი სახის იყოს. ამიტომ, უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რისი გაკეთება გვსურს. ჩვენ კი ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გამოსავალი გვინდა. გაეროს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა - მიუღებელია იმის თქმა, რომ ორი სახელმწიფოს პრინციპი არ გვსურს, ვინაიდან ეს არის გაეროს მიერ დამტკიცებული გადაწყვეტილება და მის უკან მთელი საერთაშორისო საზოგადოება დგას , - განაცხადა ბორელმა.

 

მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ორი სახელმწიფოს პრინციპს ეწინააღმდეგება.

 

 

imedinews

წაკითხულია : 469


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები