მეცნიერება

გიორგი ამილახვარმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრთან შეხვედრა გამართა

25.01.24 10:57


ბაქოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრ ფარიდ გაიბოვთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ამილახვარმა კოლეგას საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების კუთხით დაგეგმილი ნაბიჯები გააცნო.

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2024 წლის პირველი იანვრიდან ახალგაზრდობის სააგენტოს უფლებამოსილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაეცა და უახლოეს მომავალში, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება.

 

მინისტრის თქმით, სამინისტროსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა სერვისისა და მრავალფეროვანი ღონისძიებების შეთავაზება.

 

„შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო ერთობლივი ახალგაზრდული პროექტების განხორციელებაზე.

 

თავის მხრივ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა წარმატებები უსურვა გიორგი ამილახვარს დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში და მხარდაჭერის მზაობა გამოხატა.

 

შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე წულაძე და მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები