მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი აცხადებს, რომ ალექსეი ნავალნი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა

26.02.24 10:24


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

 

ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.

 

ბუდანოვის თქმით, ნავალნის სიკვდილის მიზეზი თრომბი იყო.

 

„შეიძლება, იმედი გაგიცრუოთ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ის თრომბით გარდაიცვალა. ეს მეტ-ნაკლებად დადასტურებულია. ეს არ არის ინტერნეტიდან აღებული ამბავი, მაგრამ სამწუხაროდ, ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა“, -ამბობს ბუდანოვი.

 

1tv.ge

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები