მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში „თეთრი დროშის“ შესახებ რომის პაპის განცხადებების გამო ვატიკანის ელჩი დაიბარეს

12.03.24 9:50


უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში „თეთრი დროშის“ შესახებ რომის პაპის განცხადებების გამო ვატიკანის ელჩი დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში რომის პაპის სამოციქულო დესპანს, ვისვალდას კულბოკასს განუმარტეს, რომ პაპი ფრანცისკეს განცხადების გამო უკრაინაში იმედგაცრუებულები არიან.

 

„ასეთი მოწოდებები საერთაშორისო სამართლის ნორმების შემდგომი უგულებელყოფის წახალისებას ახდენს“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

უკრაინის საგარეო უწყებაში ვისვალდას კულბოკასს განუცხადეს, რომ უკრაინას სურს მშვიდობას მიაღწიოს, რომელიც სამართლიანი და გაერო-ს წესდების პრინციპებზე დაფუძნებული იქნება.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები