პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე - როდესაც გაგვაკრიტიკებენ, გაგვცენ პასუხი, რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის ის, რაც შეიძლება უფრო მკაცრი ფორმით საფრანგეთისთვის, ევროკავშირისთვის? პასუხი არ არსებობს

23.04.24 15:10


როდესაც გაგვაკრიტიკებენ, ვინმემ გაგვცეს პასუხი, რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის ის, რაც შეიძლება უფრო მკაცრი ფორმით საფრანგეთისთვის, ევროკავშირისთვის? პასუხი არ არსებობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

მდინარაძემ კომენტარი გააკეთა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაზე, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოხატეს შეშფოთება საქართველოში საგარეო გავლენის გამჭვირვალობის კანონის გამო.

 

„ხომ არ უთქვამს ბატონ ბორელს, რატომ აშორებს გამჭვირვალობა ევროპას საქართველოს? რაც შეიძლება საფრანგეთისთვის უფრო მკაცრი ფორმით, რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის? ვინმემ გაგვცეს ამაზე პასუხი. როდესაც გაგვაკრიტიკებენ, ვინმემ გაგვცეს პასუხი, რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის ის, რაც შეიძლება უფრო მკაცრი ფორმით საფრანგეთისთვის, ევროკავშირისთვის და ა.შ. ამაზე პასუხი არ არსებობს.

 

რაც შეეხება პირობას, როდესაც მე და თქვენ რაღაცას ვამბობთ – მე ვამბობ, რომ გავიწვიე კანონი და აღარ დავაბრუნებ, თქვენ ამბობთ, რომ ისედაც გამჭვირვალეა „ენჯეო“ სექტორი. როდესაც შემდეგ ისედაც გამჭვირვალე კი არა, კიდევ უფრო გაუმჭვირვალე ხდება, ჩემი პირობა შეუძლებელია, ძალაში იყოს. ჩემი ვალდებულებაა საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე, რომ მოვიქცე სხვანაირად. ისევ დავაინიცირო კანონი და ისევ მივცე მსვლელობა ამ საკითხს. დიახ, დაირღვა პირობა გამჭვირვალობის შესახებ. კიდევ უფრო გაუმჭვირვალე გახდა და შენ დაარღვიე პირობაო აქეთ გვიტრიალებენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები