პოლიტიკა

გიგი წერეთელი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე - ამ განცხადებებს პოლიტიკური, თუ ბიზნეს წრეები აკვირდებიან და ის საქართველოსთვის ძალიან დიდ რეპუტაციულ ზიანს წარმოადგენს

23.04.24 15:53


„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ეხმაურება.

 

როგორც წერეთელი აღნიშნავს, საქართველო დასავლელი მეგობრების კრიტიკას ყოველდღიურად ისმენს და ამ თვალსაზრისით არც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშია გამონაკლისი.

 

მისივე თქმით, ანგარიში ძალიან მწვავეა და მასში მნიშვნელოვან უარყოფით მოვლენებზეა ხაზი გასმული.

 

„პირველ რიგში, ეს ეხება სასამართლო სისტემას, არსებულ კორუფციას, იმ ნდობას, რომელიც ფაქტობრივად საერთოდ არ არსებობს მის მიმართ და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს. სწორედ ეს არის ამ ხელისუფლების პოლიტიკა, დასავლეთისგან დისტანცირება და რუსეთთან დაახლოება.

 

ეს არ არის ის განცხადებები, რომლებიც მარტივად ჩაივლის, ამ განცხადებებს აკვირდებიან და კითხულობენ პოლიტიკური, თუ ბიზნეს წრეები და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან დიდ რეპუტაციულ ზიანს წარმოადგენს. ეს არ არის არანაირად საქართველოსთვის რუსეთიდან თავის დახსნის საკითხში ხელშემწყობი“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები