პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

23.04.24 18:00


დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა.

 

მხარეებმა საქართველოსა და თურქმენეთს შორის თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

 

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული, სოციალური ურთიერთობების განმტკიცებაზე და სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარების თაობაზე. აღვნიშნეთ, რომ რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება და სტაბილურობა მნიშვნელოვანია ორივე სახელმწიფოსათვის. ყურადღება გამახვილდა აბრეშუმის გზის მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის, ადგილობრივი ხელისუფლების, განათლების, სოციალური სფეროს განვითარების მიმართულებებს, ასევე საქართველოს, როგორც სატრანზიტო ჰაბის გამოყენების საკითხს“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

 

 

imedinews.ge

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები