ეკონომიკა
08.12.16 20:20
აზერბაიჯანმა, ყაზახეთმა, თურქეთმა და საქართველომ სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში ურთიერთგაგების ახალ მემორანდუმს მოაწერეს ხელი, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ „აზერბაიჯანის რკინიგზის“ პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
„გაიმართა აზერბაიჯანის, ყაზახეთის, თურქეთისა და საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციების წარმომადგენლების შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს „აზერბაიჯანის რკინიგზის“ თავმჯდომარემ ჯავიდ გურბანოვმა, „ყაზახეთის რკინიგზის“ ვიცე-პრეზიდენტმა კანატ ალისბაევმა, თურქეთის სახელმწიფო რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ვეისი კურთმა და „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ. მხარეებმა განიხილეს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარების პერსპექტივები, ამ მარშრუტზე სატვირთო გადაზიდვების მოცულობის გაზრდისა და ტარიფების ოპტიმიზაციის საკითხები. შეხვედრის დასასრულს ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს“, — ნათქვამია განცხადებაში.
„აზერბაიჯანის რკინიგზაში“ აღნიშნეს, რომ პირველი სატესტო საკონტეინერო მატარებელი Nomad Express-ი, მარშრუტით შიხეცზი-დოსტიკი-აქტაუ-ალიატი, ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტში 2015 წლის 3 აგვისტოს შევიდა.
ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტით Nomad Express-ს ტვირთები ჩინეთიდან ევროპაში 10-12 დღეში ჩააქვს. ეს ამ დერეფნის ერთ-ერთი უპირატესობაა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის დასრულების შემდეგ დერეფნის ტვირთგამტარიანობა კიდევ მეტად გაიზრდება, ხოლო ტვირთის ადგილზე მიტანის ვადები შემცირდება.
წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/
წაკითხულია : 172
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24
-
კახა კალაძე - ყოველთვის დავდგებით მოწოდების სიმაღლეზე
11:5001.05.24
-
11:2001.05.24