პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ ქალი და კაცი არის ოჯახი მხოლოდ, ვენეციის კომისია გვეუბნება, რომ კაცი და კაციც უნდა იყოს ოჯახი

26.06.24 16:48


საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ ქალი და კაცი არის ოჯახი მხოლოდ, ვენეციის კომისია გვეუბნება, რომ კაცი და კაციც უნდა იყოს ოჯახი, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრების შესახებ.

 

„ვენეციის კომისია სამართლებრივის ნაცვლად პოლიტიკურ დასკვნებს იძლევა. ვენეციის კომისიაც კი იმ დღეში ჩააგდეს, რომ საქართველოს მოუწოდებენ, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებისკენ. ახლა გამოვიდეს ოპოზიცია თავისი ლგბტ დროშით და თქვას, ეთანხმება ვენეციის კომისიას ანუ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას თუ არა. ამას ისინი ვერ გაექცევიან და ვერც გაექცნენ დღემდე იმიტომ, რომ საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ ქალი და კაცი არის ოჯახი მხოლოდ, ვენეციის კომისია გვეუბნება, რომ კაცი და კაციც უნდა იყოს ოჯახი”, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

ვენეციის კომისიამ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტზე გამოაქვეყნა მოსაზრება, რომელშიც წერია, რომ კომისია რეკომენდაციას უწევს ხელისუფლებას, სრულად გადახედოს ამ საკანონმდებლო წინადადებას და არ გააგრძელოს მისი მიღება.

 

 

imedinews.ge

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები