პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი მარკ რუტეს - ვიმედოვნებთ, რომ თქვენი ხელმძღვანელობა იქნება წარმატებული

26.06.24 17:41


საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მარკ რუტეს ნატო-ს გენერალურ მდივნად არჩევას ულოცავს. პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ მარკ რუტეს ხელმძღვანელობა წარმატებული იქნება ახალი და მჭიდრო კავშირების დამყარებისთვის, მათთვის, ვინც მოუთმენლად ელის გაფართოებულ ალიანსს.

 

„ვულოცავ მარკ რუტეს ნატო-ს გენერალურ მდივნად არჩევას. ამ გადამწყვეტ და რთულ დროს, თქვენი როლი არსებითი იქნება გრძელვადიანი მშვიდობის აღდგენის პროცესში დემოკრატიისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად.

 

ვიმედოვნებთ, რომ თქვენი ხელმძღვანელობა იქნება წარმატებული ახალი და მჭიდრო კავშირების დამყარების მათთვის, ვინც მოუთმენლად ველით გაფართოებულ ალიანსს.

 

მადლობა იენს სტოლტენბერგს სამაგალითო სამსახურისა და თავდადებისთვის!“- წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში X.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები