საზოგადოება
23.06.17 15:45
თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ ცნობილ ქართველ საოპერო მომღერალს ლადო ათანელს 7 ივლისს ვარსკვლავს გაუხსნიან.
ვარსკვლავის გახსნის ცერემონიის წინ თეატრში ქართველი ბარიტონის საღამო გაიმართება.
სცენაზე გაჟღერდება სცენები ჯუზეპე ვერდის ოპერიდან "ბედის ძალა" და ჯაკომო პუჩინის ოპერიდან "ტოსკა".
სცენაზე ლადო ათანელს პარტნიორობას გაუწევენ საოპერო მომღერლები იანო ალიბეგაშვილი, ბადრი მაისურაძე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სოლისტი და ლადო ათანელის კონკურსის გამარჯვებული არმაზ დარაშვილი, თეატრის სტაჟიორი გიორგი ჭელიძე და დასის მსახიობი იური ასლანიშვილი.
კონცერტში ასევე მიიღებენ მონაწილეობას თბილისის სახელმწიფო ოპერის გუნდი და ორკესტრი მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილის ხელმძღვანელობით. მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერალი ლადო ათანელი 1960 წლის 9 სექტემბერს დაიბადა. 1989 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, იმავე წელს შედგა მისი დებიუტი თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე. მომღერალი ესპანეთის, გერმანიის, ავსტრიისა და სხვა ქვეყნების საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსებზე არაერთხელ დაჯილდოვდა გრან-პრითა და ოქროს მედლებით.
მრავალი წლის განმავლობაში ათანელი ყველაზე პრესტიჟულ საოპერო სცენებზე იდგა — „ლა სკალა“ (მილანი), „მეტროპოლიტენ-ოპერა“ (ნიუ-იორკი), „კოვენტ გარდენი“ (ლონდონი), „რეალ თეატრი“ (მადრიდი), „დოიჩე ოპერა“ (ბერლინი), ასევე ვენის სახელმწიფო ოპერის თეატრის, ტოკიოს, სან-ფრანცისკოს, ვაშინგტონისა და სხვა ქალაქების სცენები.
ათანელმა შეასრულა პარტიები რენატოს („ბალ-მასკარადი), ამონასროს („აიდა“), ნაბუქოს („ნაბუქო“), მაკბეტის („მაკბეტი“), ჟერმონის („ტრავიატა“) და ა.შ. მომღერალს ტრიუმფალური წარმატება პუჩინის „ტოსკაში“ ბარონ სკარპიას და ლეონკავალოს ოპერა „ჯამბაზებში“ ტონიოს პარტიების შესრულებამ მოუტანა. უნიკალური ხმითა და ვოკალის მაღალი ტექნიკით დასავლური პრესა ლადო ათანელის ხმას ხშირად ადარებს ისეთ ვარსკვლავებს, როგორიცაა პიერო კაპუჩილი და რენატო ბრუზონი.
წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/
წაკითხულია : 154
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ლოზუნგით "გავათენოთ საქართველოსთვის" 12 მაისს მოქალაქეები პარლამენტის წინ შეკრებას გეგმავენ
18:0008.05.24
-
ირაკლი ჩიქოვანი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება
17:1008.05.24
-
იაგო ხვიჩია - „ქართულ ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა
16:2708.05.24
-
მირიამ ლექსმანი - ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - სირცხვილი „ქართულ ოცნებას“
15:5608.05.24
-
15:2408.05.24
-
ალეკო ელისაშვილი - წარმოიდგინეთ, როგორ ბოდვაშია ხელისუფლება
15:0008.05.24
-
14:1508.05.24
-
13:5908.05.24
-
13:1708.05.24
-
12:4608.05.24
-
რომან გოცირიძე - ე.წ. ადამიანთა რეესტრის შექმნა არის „კაგებეს“ მეთოდი
12:2008.05.24
-
12:0008.05.24
-
კასპში უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ერთს კი ეძებენ
11:1908.05.24
-
10:4808.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - 2019 წლის შეცდომა კვლავ განმეორდა
10:2208.05.24
-
სუს-ი - გარკვეული ჯგუფები ცდილობენ პარლამენტთან აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები
10:0008.05.24
-
საფრანგეთს ქაოსი შეაქვს სამხრეთ კავკასიაში, თუმცა სამოქალაქო ომი თავად საფრანგეთშია მომწიფებული
21:3507.05.24
-
პრეზიდენტის ინიციატივით, 9 მაისს 21:00 საათზე, ათონელის ქუჩაზე ევროპის დღე აღინიშნება
18:0007.05.24
-
17:3107.05.24
-
17:0607.05.24
-
16:4007.05.24
-
16:1507.05.24
-
ევროპარლამენტარები - საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეუჩერდეს
15:4207.05.24
-
ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტის ფიცი დადო
15:0507.05.24
-
14:3807.05.24
-
ასლან ბჟანიამ ინალ არძინბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა
14:0207.05.24
-
13:3007.05.24
-
13:1207.05.24
-
12:5007.05.24
-
12:1507.05.24
-
საქსტატი - მარტში საქართველოში მშენებლობა გაძვირდა
11:5607.05.24
-
საქართველოს გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი სვენ გიგოლდი ეწვევა
11:3207.05.24
-
თურქეთი დასავლეთისგან ისრაელზე წნეხის გაძლიერებას ითხოვს
11:0707.05.24
-
10:4307.05.24
-
10:2107.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის "ფორმულა"
10:0007.05.24