საზოგადოება

კასპში, საჩხერესა და ზესტაფონში ქარის ელექტროსადგურები აშენდება

23.06.17 18:20


2018 წელს, საქართველოში კიდევ ორი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყება.

“ენერგეტიკის განვითარების ფონდის” დირექტორის, მამუკა კობახიძის განცხადებით, ფონდი საჩხერესა და ნიგოზაში ქარის სადგურების პროექტებზე აქტიურად მუშაობს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან ტექნიკური პირობების შეთანხმება. ერთი სადგური საჩხერეში დამონტაჟდება, საუბარია 100 – 120 მგვტ სიმძლავრეზე. მეორე კი ნიგოზაში დამონტაჟდება 20-40 მეგავატის სიმძლავრით.

ელექტროსადგურების ინვესტორი Calik Energy -ია. საინვესტიციო პორტფელი კი, სიმძლავრის დაზუსტების შემდეგ გახდება ცნობილი. აღსანიშნავია, რომ 1 მგვტ-ის განვითარება $ 1.2-1.3 მილიონი ჯდება. შეგახსენებთ, რომ ფონდი პროექტს ავითარებს ზესტაფონშიც, სადაც მშენებლობა 2019 წელს დაიწყება. ინვესტორად ამ შემთხვევაში MR Graft – ია შერჩეული.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები