საზოგადოება

ახალგაზრდა ქართველმა ძალოსნებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვეს

27.06.17 15:55


ტოკიოში გამართულ იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე ძალოსნობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, ნათქვამია ტურნირის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოს სახელით ოთხი სპორტსმენი ასპარეზობდა. თითო ოქროს მედალი დაიმსახურეს ძალოსნებმა რევაზ დავითაძემ (–85 კგ) და დავით ხეცურიანმა (–105 კგ).

კიდევ ერთმა ქართველმა სპორტსმენმა გიორგი ჩხეიძემ ნაკრების ყულაბას სამი მედალი შემატა: ორი ბრინჯაო და ერთი ვერცხლი. 105 კილოგრამზე ზემოთ წონით კატეგორიაში ასპარეზობისას ჩხეიძემ ატაცში სამი ცდა გამოიყენა და 184 კგ შედეგი დააფიქსირა, რისთვისაც ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. ბრინჯაოს მედალი მან ასევე მოიპოვა აკვრაში 222 კგ-ის აწევისთვის. რაც შეეხება ვერცხლის მედალს, ჩხეიძემ ის ორჭიდში მოიპოვა, საერთო ჯამში 406 კგ აწევით.

მეოთხე ქართველი სპორტსმენი ირაკლი ჩხეიძე (–105 კგ), სამწუხაროდ, მედლის გარეშე დარჩა.

მედლების რაოდენობით საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში მეხუთე ადგილი დაიკავა.

გუნდური ჩათვლის ლიდერები გახდნენ ჩინეთი, კოლუმბია, უზბეკეთი და სომხეთი.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები