საზოგადოება

პოლიციამ სენაკში ელექტროტექნიკის მაღაზიის დაყაჩაღება აღკვეთა

27.06.17 16:15


საქართველოს შსს–ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სენაკში 50 წლის მამაკაცი იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ელექტროტექნიკის მაღაზიას ქურდავდა, აღნიშნულია უწყების ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ბოროტმოქმედი ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში ავტომატით ხელში ყაჩაღობის მიზნით შეიჭრა.

"ყაჩაღობის ფაქტს შეესწრო საპატრულო ეკიპაჟი. პატრულ-ინსპექტორებმა ირაკლი მარღანიამ და ვეფხვია სიჭინავამ მყისიერად მოახდინეს რეაგირება, განახორციელეს გაქცეული ზ.შ.-ს დევნა და იგი შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში დააკავეს", – ნათქვამია განცხადებაში.

საგამოძიებო ღონისძიებების დროს პოლიციელებმა ამოიღეს "ა-კა-ემ"-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 50 საბრძოლო ვაზნა, "ეფ-1"-ის ტიპის მსხვრევადი ხელყუმბარა და დანა. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ყაჩაღობის ფაქტზე, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით ისჯება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები