საზოგადოება

"რაც ხდება, აჩვენებს, რომ მამა გიორგი მამალაძეს ციანიდი ჩაუდეს" - რამიშვილი

27.06.17 16:30


ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი განცხადებით, დღევანდელმა პროცესმა აჩვენა, რომ მამა გიორგი მამალაძეს ციანიდი ჩაუდეს.

მისი განმარტებით, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია მამა გიორგი მამალაძის ბარგის შემოწმების კადრები, რაც ამ ეჭვს ამყარებს.

“ჩვენ გვაინტერესებს, რამდენად შესაძლებელი იყო ციანიდი მამა გიორგი მამალაძეს ჰქონოდა შესყიდული და ჩანთაში აღმოჩენოდა. ის, რაც ხდება, აჩვენებს, რომ ჩადებულია ციანიდი და ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ დაცვის სამსახურს ნებისმიერი ჩემოდნის გახსნა შეუძლია ეჭვის საფუძველზე”, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე დღევანდელი პროცესი დასრულდა.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები