საზოგადოება

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

27.06.17 19:10


ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე, მსუბუქი ავტომობილი 9 წლის ბიჭს დაეჯახა, იუწყება „აჭარის ტელევიზია".

შემთხვევის ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარება. მედიკოსთა ბრიგადას ბავშვი გარდაცვლილი დახვდათ.

ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის, მინდია კახიძის ინფორმაციით, გარდაცვლილი პროზექტურაშია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. თამარ მეფის გამზირზე ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები