მსოფლიო

Linkin Park-ის სოლისტმა ჩესტერ ბენინგტონმა თავი მოიკლა

21.07.17 18:45


ამერიკული ჯგუფის Linkin Park-ის სოლისტმა ჩესტერ ბენინგტონმა თავი მოიკლა. 41 წლის მუსიკოსი თავსი სახლში კალიფორნიაში, პალოს-ვერდეს-ესტეიტესში გარდაცვლილი იპოვეს, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости. სასამართლო ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ მომღერალმა თავი მოიკლა.

ბენინგტონი ცნოილი გახდა ჯგუფ Xero-ში გამოსვლით, რომელიც 1996 წელს გამოჩნდა და 2000 წელს მიიღო დასახელება Linkin Park. როკ ჯგუფმა ოთხჯერ მიიღო ამერიკის American Music Awards-ის ჯილდო, როგირც საუკეთესო ალტერნატიულმა ჯგუფმა. მუსიკოსები ასევე არა ერთხელ იყვნენ Billboard-ის ჩარტების ლიდერები და Grammy-ს ლაურეატები. არსებობის წლებში ჯგუფის 50 მილიონზე მეტი დისკის ასლი გაიყიდა. ბენინგტონს სოლო პროექტიც ჰქონდა დასახლებით Dead By Sunrise.

გვერდი TMZ იტყობინება, რომ ბენინგტონმა თავი მოიკლა მისი მეგობრის ჯგუფ Soundgarden-ის ლიდერის კრის კორნელის დაბადების დღეზე, რომელიც დეტროიტის ერთ-ერთ სასტუმროში 18 მაისს გარდაიცვალა.

TMZ-ს ცნობით, ბენინგტონი რამდენიმე წლის განმავლობაში ებრძოდა ნარკოტიკულ და ალკოჰოლურ დამოკიდებულებას. მანამდე მან განაცხადა, რომ, თავის მოკვლა უნდოდა, რადგან ბავშვობაში მამაკაცის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო.

ჩესტერ ბენინგტონი ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველი ცოლისგან ყავს ვაჟი დრეივენ სებასტიანი. მისი მეორე ქორწინება Playboy-ის მოდელთან ტალინდა ბენტლისთან 2005 წლის 31 დეკემბერს შედგა. მათ შეეძინათ ვაჟი ტეილერ ლი. გარდა ამისა იშვილეს კიდევ ორი ბავშვი — ჯეიმი და ისაია. 2011 წლის 11 ნოემბერს ტალინდას კიდევ ორი ქალიშვილი შეეძინა რომელთაც ლილი და ლილა დაარქვეს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები