საზოგადოება

ქართველმა მოსწავლემ რიოს მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში გაიმარჯვა

24.07.17 15:40


ქართველი მოსწავლე ალექსანდრე საათაშვილი რიო-დე-ჟანეიროში 58-ე საერთაშორისო მათემატიკური ოლიმპიადის ოქროს პრიზიორი გახდა, ნათქვამია, ოლიმპიადის საიტზე.

ვებგვერდი წერს, რომ საათაშვილი ოლიმპიადაში უკვე მესამე წელია მონაწილეობს. 2015 და 2016 წლებში ქართველმა მოსწავლემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

ოლიმპიადაში სხვა ქართველი მოსწავლეების მონაწილეობდნენ, რომელთაგან ორმა — საბა ლეფსვერიძემ და ნიკოლოზ ბირკაძემ ვერცხლის, ხოლო დავით ხვედელიძემ, დავით ტატოშვილმა და ირაკლი შალიბაშვილმა ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს.

ოლიმპიადა რიო-დე-ჟანეიროში 12-23 ივლისს ტარდებოდა. მასში ასზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები