საზოგადოება

ვეჯინის გამგებელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

24.07.17 17:25


გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინის გამგებელი კუკური ჯამათაშვილი სანადირო თოფით დაჭრეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

ინციდენტი გუშინ საღამოს მოხდა. ქართული მასმედიის ინფორმაციით, ჯამათაშვილს სადავო მიწის ნაკვეთის გამო ესროლეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს.

რაც შეეხება დაჭრილ გამგებელს, ის ამჟამად გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში იმყოფება.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით "ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება", რაც ისჯება სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობით.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები