საზოგადოება

შავ ზღვაზე საშტორმო მდგომარეობაა – მაშველები დამსვენებლებს სანაპიროს დატოვებისკენ მოუწოდებენ

28.07.17 18:15


შავი ზღვის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა. სანაპირო ზოლზე წითელი ალმები უკვე აღმართულია, რაც იმის მანიშნებელია, რომ ზღვაში შესვლა აკრძალულია.

როგორც „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტში განუცხადეს, დღეიდან, შავი ზღვის სანაპიროზე 4-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.

მათივე ინფორმაციით, დეპარტამენტმა აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ჰიდრომეტეოგიური სამსახურიდან მიაწოდეს.

„შავი ზღვის სანაპიროზე უკვე აღმართულია წითელი ალმები, რაც იმის მანიშნებელია, რომ ზღვაში შესვლა აკრძალულია. სამაშველო ბრიგადები უკვე მობილიზებული არიან, რათა უბედური შემთხვევები თავიდან იქნეს აცილებული. გარდა ამისა, მაშველები დამსვენებლებს აფრთხილებენ და მეგაფონებით მოუწოდებენ, რომ ზღვაში არ შევიდნენ“, – აცხადებენ სააგენტოში.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები