საზოგადოება

შსს-მ 25 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

28.07.17 19:40


შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ნ.თ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.

როგორც „კვირას“ შს სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკებისას, 1993წელს დაბადებულ მ.ს.-ს თავისა და სახის არეში რამდენიმე დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით).



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები