საზოგადოება

სისხლში ტყვიის შემცველობაზე ბავშვებს გამოიკვლევენ - რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრი

28.07.17 20:55


შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სისხლში ტყვიის შემცველობაზე ბავშვებში კვლევა ჩატარდება.

მინისტრი განმარტავს, რომ საკვებ პროდუქტებში ტყვიის შემცველობა გადაჭრით არ ნიშნავს, რომ მას ადამიანზე დამაზიანებელი გავლენა აქვს.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ, რა თქმა უნდა, საკვებ პროდუქტებში ტყვიის შემცველობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს გარანტირებულად არ ნიშნავს, რომ მას დამაზიანებელი მოქმედება აქვს მოსახლეობაზე. ჩვენ ცალკე კვლევას ვგეგმავთ და მალე დავიწყებთ ბავშვებში, განსაკუთრებით არის აქტუალური სისხლში ტყვიის შემცველობა, რაც არის სწორედ განმსაზღვრელი და არა მხოლოდ პროდუქტებში”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

კვლევაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იმუშავებს.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები