საზოგადოება

სტეფანწმინდაში ახალი სპორტული კომპლექსი შენდება

28.07.17 21:50


ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს. პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს და მისი საერთო ღირებულება 1,500 000 ლარზე მეტია.

პროექტის ფარგლებში, შენდება ახალი შენობა-ნაგებობები. ამ ეტაპზე, კეთდება ბეტონის კედლები და მიმდინარეობს გადახურვითი სამუშაოები. ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით, ალპინიზმის მოყვარულთათვის დაემატა კლდეზე ასაცოცებელი კედელი.

სამუშაოები მომავალ წელს დასრულდება.

ობიექტზე იმყოფებოდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, რომელმაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა და დასაქმებულებს გაესაუბრა.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით, ამ ეტაპზე, 11 სპორტული კომპლექსის და 35 მინი სტადიონის მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს, რათა სპორტული ინფრასტრუქტურა ყველა რეგიონში ხელმისაწვდომი გახდეს და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესი დაინერგოს.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები