საზოგადოება
31.07.17 14:30
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა ქობულეთში, 5 ბალამდე შტორმის დროს, საქართველოს 4 და სომხეთის 1 მოქალაქე გადაარჩინეს.
ბათუმში მაშველებმა საქართველოს 4 და აშშ-ს 1 მოქალაქეს, გონიოში კი – 13 წლის მოზარდს, სომხეთის მოქალაქეს მყისიერი დახმარება აღმოუჩინეს. 11 გადარჩენილიდან 2 (საქართველოს 1 და აშშ-ს 1 მოქალაქე) სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ გადაყვანილია სტაციონარში.
უწყების ცნობით, შსს-ს შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მყოფმა წყალზე მაშველებმა, დღეს დილიდან 11 სხვადასხვა შემთხვევაზე მოახდინეს რეაგირება, 5 ბალამდე შტორმის დროს წყალში შევიდნენ და განსაცდელში მყოფი პირები ნაპირზე გამოიყვანეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ შავი ზღვის სანაპირო ზოლზე არსებულ ყველა საგუშაგოზე აღმართულია წითელი ალმები, რაც იმის მანიშნებელია, რომ წყალში შესვლა აკრძალულია, დამსვენებლები ამ გაფრთხილებას არ ემორჩილებიან, რითაც საფრთხეს უქმნიან როგორც საკუთარ, ისე მაშველების სიცოცხლეს.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
“ყურადღება მიაქციეთ მაფრთხილებელ ნიშნებს, დაემორჩილეთ მაშველთა მითითებებს, არ დატოვოთ ბავშვები მეთვალყურეობის გარეშე და თავი შეიკავეთ ზღვაში შესვლისგან მანამ, სანამ არ გაუქმდება საშტორმო მდგომარეობა, რათა თავიდან იქნას აცილებული უბედური შემთხვევები. ამჟამად, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე საშტორმო მდგომარეობა ნარჩუნედება – ფიქსირდება 4 ბალამდე შტორმი. როგორც კი ზღვაში შესვლა იქნება უსაფრთხო და დასაშვები, საგუშაგოებზე დაუყოვნებლივ აღიმართება თეთრი ალმები”,- ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 136
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
მთავრობის დადგენილებით, 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა
14:2330.04.24
-
საქართველოში საერთაშორისო ვიზიტები 2019 წელთან შედარებით +44.4%-ით გაიზარდა
14:0030.04.24
-
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტები აღიკვეთა
13:3930.04.24
-
13:0730.04.24
-
12:4630.04.24
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ჯარით, რომელიც ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია
12:0230.04.24
-
სალომე ზურაბიშვილმა ქართულ ჯარს თავდაცვის ძალების დღე მიულოცა
11:4030.04.24
-
G7-ის ქვეყნები ნახშირზე უარის თქმას 2035 წლისთვის აპირებენ
11:0030.04.24
-
10:2930.04.24
-
10:0030.04.24
-
18:0029.04.24
-
იენს სტოლტენბერგი - უკრაინის კანონიერი ადგილი ნატოშია, უკრაინა ნატოს წევრი გახდება
17:3729.04.24
-
17:1529.04.24
-
უახლოეს დღეებში საქართველოში ცვალებადი ამინდი იქნება
16:5029.04.24
-
16:2829.04.24
-
შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის დელეგაციას შეხვდა
16:0029.04.24
-
2 მაისს პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ
15:3729.04.24
-
კახეთში, 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს
15:1429.04.24
-
შსს-ს ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზეა დაკავებული
14:4229.04.24
-
14:1129.04.24
-
13:4629.04.24
-
ბრძოლა ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნებისთვის და ინდოეთის ოკეანეში გასასვლელისთვის
13:2529.04.24
-
საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლა 28 მაისიდან ამოქმედდება
13:1929.04.24
-
12:5529.04.24
-
„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ – ამ ლოზუნგით ბათუმში დღეს აქცია გაიმართება
12:2329.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - არის დრო ერთად დგომის და შემართების
12:0029.04.24
-
ლონდონის ღვინის საერთაშორისო გამოფენაში ქართული ღვინის მარნები მონაწილეობდნენ
11:4029.04.24
-
11:2029.04.24
-
დიმიტრი ხუნდაძე - საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება
11:0029.04.24
-
10:3429.04.24
-
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა კამათის ფონზე დაიწყო
10:1029.04.24
-
ბრძოლა ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნებისთვის და ინდოეთის ოკეანეში გასასვლელისთვის
9:4429.04.24
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24