საზოგადოება

ორშაბათსა და სამშაბათს თბილისის ცენტრში სატრანსპორტო მოძრაობა გადაიკეტება

31.07.17 16:45


საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკლ პენსის ვიზიტთან დაკავშირებით, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი თბილისის ქუჩებში გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს, იტყობინება შსს-ს პრესსამსახური.

კერძოდ: 31 ივლისის 10:00 საათიდან 1 აგვისტოს 17 საათამდე ავტომანქანებით გადაადგილება აიკრძალება ჭანტურიას ქუჩაზე.

31 ივლისს 20:00 საათიდან 1 აგვისტოს 16:00 საათამდე დაიკეტება რუსთაველის გამზირი.


31 ივლისის 19:00 საათიდან 22:00 საათამდე მოძრაობა შეიზღუდება კოჯრის გზატკეცილზე, კოჯრიდან თბილისის მიმართულებით. ავტომანქანები იმოძრავებენ შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელი ახალი გზით.

მაიკლ პენსი საქართველოს 31 ივლისსა და 1 აგვისტოს ეწვევა ტურნეს ფარგლებში, რომელიც ასევე მოიცავს ვიზიტებს ესტონეთსა და მონტენეგროში. პენსი საქართველოში რამდენიმე თვის წინ ამერიკაში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოიწვია.

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს საქართველოში დგეგმილი აქვს შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები