საზოგადოება

საქართველოში ცხელი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება

04.08.17 16:40


სინოპტიკოსების ინფორმაციით, 4 აგვისტოდან საქართველოში ნარჩუნდება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და მთაში +35, +40 იქნება, ხოლო შავი ზღვის სანაპირო რაიონებში +28, +33, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +33, +38 გრადუსი იქნება. 5 – 6 აგვისტოს მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +31, +36, ზოგან კი 40 გრადუსამდეა მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +34, +39 გრადუსის ფარგლებში იქნება.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები