საზოგადოება

საქართველო ეძებს ფილმს „ოსკარისთვის“

04.08.17 18:45


საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა ამერიკული კინოაკადემიის „ოსკარის“ პრემიის კანდიდატი ფილმის შესარჩევად (ნომინაცია — „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“) განაცხადების მიღება დაიწყო, ნათქვამია ცენტრის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კონკურსში მონაწილეობას მიღება შეუძლია იმ ქართულ ფილმებს, რომლებიც 2016 წლის 1 ოქტომბრიდან 2017 წლის 30 სექტემბრამდე 7 დღის ვადაში უწყვეტად გადიოდა საქართველოს კინოთეატრებში; ფილმს უნდა ჰქონდეს ინდუსტრიაში მიღებული ფორმის რეკლამა (აფიშა, ტრეილერი); მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული მინიმუმ ერთი საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ საკონკურსო პროგრამაში.


გარდა ამისა, „ოსკარის“ პრეტენდენტი ფილმი კინოთეატრში გამართულ პრემიერამდე არ შეიძლება ნაჩვენები იყოს ტელევიზიით ან ინტერნეტით, ხოლო გადამღებ ჯგუფს მეტწილად უნდა შეადგენდნენ საქართველოს მოქალაქეები ან რეზიდენტები.

განაცხადების მიღება — 2017 წლის 11 აგვისტომდე.

შემოსული ფილმებიდან ერთს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრით გამოავლენს.

კვალიფიციური ჩვენება კომისიის წევრებისათვის გაიმართება აგვისტოში.

„ოსკარის“ კინოაკადემიის ადმინისტრაციამ რიგით 90-ე ცერემონიის ჩატარების თარიღი უკვე შეარჩია — 2018 წლის 4 მარტი.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები