საზოგადოება

ბათუმში ნარკოტიკების გამო უკრაინის მოქალაქე დააკავეს

04.08.17 19:50


პოლიციამ ბათუმში უკრაინის 34 წლის მოქალაქე დააკავა, რომელსაც ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა და შენახვა, აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 360 აბი და 79 ნატეხი ამოიღეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით "განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის ამ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა", რაც რვიდან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები