საზოგადოება

თბილისის გასასვლელის პარალელურად, სპეცოპერაცია ფონიჭალაშიც ჩატარდა

15.08.17 21:45


თბილისის გასასვლელში ჩატარებული სპეცოპერაციის პარალელურად სამართალდამცველებმა კიდევ ერთი სპეცოპერაცია ფონიჭალაში ჩაატარეს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით ერთი ადამიანია დაკავებული.

სამინისტროში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ, თუ რა რაოდენობის ნარკოტიკული საშუალებებია ამოღებული დაკავებულის ჩხრეკისას.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები