საზოგადოება

პოპულარული სპეციალობები აბიტურიენტებისთვის 2017 წელს

16.08.17 18:10


პოპულარულ სპეციალობებს შორის, რომლებიც აბიტურიენტებმა 2017 წელს აირჩიეს, არის სამართალი, მედიცინა, ბიზნეს-ადმინისტრირება და სხვა მიმართულებები, აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებში.

საქართველოში მოთხოვნა არის ასევე ისეთ სპეციალობებზე, როგორიცაა ეკონომიკა, ბიზნესის ორგანიზება და მართვა, მშენებლობა, ინფორმატიკა, ტურიზმი, ფსიქოლოგია და მედიცინა.

გარდა ამისა, იზრდება მოთხოვნა ფილოლოგიასა (ქართული ენა) და ისტორიაზე. ისინი მნიშვნელოვან მიმართულებებად დასახელდა "სახელმწიფოს სტრატეგიული განვითარების" კუთხით.

ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 3-26 ივლისს ჩატარდა ქვეყნის 22 საგამოცდო ცენტრში. მინამალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა და უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრა ვერ შეძლო აბიტურიენტთა 15%-მა.

აბიტურიენტთა გამოცდების საბოლოო შედეგები აგვისტოს ბოლოს გახდება ცნობილი.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები