საზოგადოება

დასავლეთ საქართველოს მყინვარებს უპილოტო საფრენი აპარატები გააკონტროლებს

17.08.17 20:45


უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით მდინარე ენგურისა და რიონის აუზის მყინვარების მონიტორინგი იწყება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

უპილოტო საფრენი აპარატები მყინვარების მოძრავი ნაწილებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების დეტალურ ფოტოებს გადაიღებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალისტები შესაძლო ბუნებრივი კატასტროფების პრევენციის მიზნით მყინვარულ ხეობებს დააკვირდებიან.

2015 წლის მონაცემებით, საქართველოში 637 მყინვარია დაფიქსირებული. ნახევარზე მეტი ენგურისა და რიონის აუზებზე მოდის.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები