საზოგადოება

საქართველოში 155 არაკეთილსინდისიერი ექიმი დაისაჯა

18.08.17 15:25


მიმდინარე წლის დასაწყისიდან საქართველოში მოვალეობის არაკეთილსინდისიერად შესრულებისთვის 155 ექიმი დაისაჯა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия სამედიცინო საქმიანობის მარეგულირებელ სახელმწიფო სააგენტოზე დაყრდნობით.

155 ექიმიდან წერილობითი გაფრთხილება მიიღო 90-მა ექიმმა. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეუწყდა 60 ექიმს. აქედან 23 ექიმს თითო თვით, 30-ს — ორ-ორი თვით, ექვს ექიმს — სამი თვით, ერთს კი ოთხი თვით.

სამი ექიმის საკითხი კი სააგენტოსთან არსებულმა პროფესიული განვითარების საბჭომ სამართალდამცავ ორგანოებს გადასცა.

2016 წელს პროფესიული პასუხისმგებლობა 198 ექიმს დაეკისრა. აქედან 105-მა წერილობითი გაფრთხილება მიიღო, ხოლო სერტიფიკატის მოქმედება 93 ექიმს შეუჩერდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები ხშირად მიმართავდნენ სამედიცინო საქმიანობის მარეგულირებელ სააგენტოს ამა თუ იმ ექიმის დასჯის მოთხოვნით პაციენტისადმი გამოჩენილი გულგრილობის გამო.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები