საზოგადოება

თბილისში 13 კგ-მდე კოკაინი და სხვა ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურეს

18.08.17 17:15


საქართველოს შს მინისტრის ბრძანებით შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ 44 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა, რომლებიც საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს იყო ამოღებული, იუწყება შსს-ის პრესსამსახური.

ნარკოტიკული საშუალებები ახალი ტექნოლოგიით განადგურდა მაღალტემპერატურულ ღუმელში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ საშუალებებს სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, სამ თვეში ერთხელ ანადგურებენ.

ნარკოტიკების განადგურების პროცესს, შსს-ს თანამშრომლებთან ერთად, მთავარი პროკურატურის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც დაესწრნენ.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები