საზოგადოება

“საგამოძიებო სამსახურს ჩვენ მიმართ არავითარი პრეტენზია არა აქვს”

18.08.17 21:10


“საგამოძიებო სამსახურს ჩვენ მიმართ არავითარი პრეტენზია არა აქვს”, – ამის შესახებ GEM fest-ის დამფუძნებელმა, გიორგი სიგუამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე დაკითხვის შესახებ, მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.

მისივე თქმით, გამოძიება დაწყებულია სხვისი ქონების დაზიანების ფაქტზე და არა იმაზე, რომ ვინმე ორგანიზატორებს ადანაშაულებდეს რამეში.

„მე ჯერჯერობით ყველა კითხვაზე გავეცი პასუხი. ეს კითხვები ეხებოდა ფესტივალის ჩატარებას, მათ შორის იყო ფინანსურ საკითხებზე კითხვები, ასევე თანხების ხარჯების შესახებ – რა ფორმით ხდებოდა ეს ყველაფერი. აშკარად გამოიკვეთა, რომ ძალიან ბევრისთვის გაურკვეველი და გაუგებარია, ეს ერთთვიანი ფესტივალი რა ხილი იყო“, – განაცხადა სიგუამ.

ამ დროისთვის GEM fest-ის დამფუძნებლის დაკითხვაზე შესვენებაა გამოცხადებული და სიგუას გამოკითხვა მოწმის სახით ერთ საათში გაგრძელდება.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები