საზოგადოება

დარიალის მონასტრისკენ გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

21.08.17 15:45


დარიალის მონასტრამდე მისასვლელი გზა უახლოეს მომავალში გარემონტდება და იქ მისვლას მსურველები დაუბრკოლებლად შეძლებენ, აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებ-გვერდზე განცხადებაში.

სარემონტო სამუშაოებს გაეცნო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროექტების მონიტორინგს განაგრძობს.

დარიალის მონასტრისკენ მიმავალ გზაზე იგება ბეტონის საფარი, მოეწყობა ქვაფენილები. ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია ავტოსადგომისა და სადრენაჟე სისტემის მოწყობა.

სამუშაოები ოქტომბერში დასრულდება, რომლის შედეგად ადგილობრივებს, მომლოცველებსა და ტურისტებს მონასტრამდე მისვლის პრობლემა აღარ ექნებათ.

პროექტს 1,5 მილიონი ლარით მსოფლიო ბანკი აფინასებს. სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

დარიალის სამონასტრო კომპლექსი 2011 წელს გაიხსნა. ის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია ტურისტებისა და მომლოცველებისთვის.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები