საზოგადოება

ხულოში, შავნაბადას მთაზე ხანძრის კერები გაძლიერდა, იმატა დაკვამლიანებამ, ხანძარი, სავარაუდოდ, წიწვოვან ხეებზე გადავიდა

05.09.17 20:10


ხულოში, შავნაბადას მთაზე ხანძრის კერები გაძლიერდა და დაკვამლიანებამაც მოიმატა.

ხანძარი, სავარაუდოდ, წიწვოვან ხეებზეც გადავიდა.

რამდენიმე წუთში საქართველოს კუთვნილი ვერტმფრენი ხანძრის ლოკალიზების პროცესში ჩაერთვება. რამდენიმე საათში კი უკვე თურქეთიდან დამატებით ერთი ვერტმფრენი ჩამოფრინდება.

სტიქიის ზონაში 500-მდე მაშველი-მეხანძრე, პოლიციისა და სატყეო სამსახურის თანამშრომლები, ასევე მოხალისეთა ჯგუფები იმყოფებიან.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები