საზოგადოება

სომეხი მეხანძრეები ობსერვატორიის გარშემო ცეცხლს ებრძვიან

05.09.17 20:50


სომხეთის არაგაწოტნის ოლქში, სოფელ ბურაკანთან ხანძარია. ცეცხლი ზღვის დონიდან 1500 მეტრზე, ასტროფიზიკურ ობსერვატორიასთან კვირას გაჩნდა. მეხანძრეები განაგრძობენ ცეცხლის ლიკვიდაციაზე მუშაობას, იუწყება "Sputnik-სომხეთი".

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მონაცემებით, ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობს 154 მეხანძრე, ამოქმედებულია 15 ერთეული სპეცტექნიკა. დილით სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენით განხორციელდა ტერიტორიის დაზვერვა, რათა შეესწავლათ ცეცხლის კერების გავრცელების შესაძლო მიმართულებები.

ხანძრის ლოკალიზების მიზნით განსაკუთრებით საშიშ და ძნელად მისაღწევ ადგილებში მაშველი-დესანტი გადასხეს.

სამინისტროს ცნობით, ხანძარი კვირას გაჩაღდა. ცეცხლი, სავარაუდოდ, მშრალ ბალახს გაუჩნდა. ხანძარმა 80 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა. ადგილზე მივიდა სომხეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრი დავით ტონოიანი.

წელს სომხეთშიც, საქართველოს მსგავსად, ცხელი ზაფხული იყო. ორივე ქვეყანა ებრძვის ტყის ხანძრებს. ყველაზე დიდი ხანძარი სომხეთში "ხოსროვის ტყეში" მოხდა და 220 ჰექტარზე მეტი ფართობი მოიცვა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები