საზოგადოება

მიგრანტებისადმი კეთილგანწყობილი ქვეყნები - რომელ ადგილზეა საქართველო

05.09.17 21:40


კვლევითი ცენტის „გელაპის“ რეიტინგით, რომელიც აგვისტოში გამოქვეყნდა, მიგრანტებისადმი ყველაზე კეთილგანწყობილ ქვეყნად ისლანდია, ახალი ზელანდია და რუანდა დასახელდა. ნაკლებად კეთილგანწყობილ ქვეყნებს შორის კი არის მაკედონია, ჩერნოგორია და უნგრეთი. ქულების მიხედვით ისლანდიას 8,26 აქვს, მაკედონიას კი 1,47.

საქართველო კი 139 ქვეყანას შორის 118-ე ადგილზეა, ამ მონაცემების მიხედვით მასთან ახლოს არის ბელორუსი, საბერძნეთი, პოლონეთი, თურქეთი, უკრაინა, იორდანია, მონღოლეთი და მიანმარი. საქართველოზე უფრო კეთილგანწყობილ ქვეყნად არიან მიჩნეული აზერბაიჯანი და სომხეთი, ხოლო რუსეთი ნაკლებ კეთილგანწყობილად.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები