საზოგადოება

თელავში, კოხტას მთასა და ხახაბოსთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები განახლდა

06.09.17 15:20


თელავში, ართანასთან, კოხტას მთაზე და თუშეთში, ხახაბოსთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა.

ადგილზე 500-ზე მეტი ადამიანი მუშაობს. ჯერჯერობით სალიკვიდაციო სამუშაოებში ერთი ქართული ვერტმფრენია ჩართული. მოგვიანებით სალიკვიდაციო სამუშაოებში ორი ირანული ვერტმფრენიც ჩაერთვება.

კოხტას მთაზე ვითარება მნიშვნელოვნად შეცვლილი არ არის.

თუშეთში, ხახაბოსთან გაჩენილი ხანძრის ძირითადი კერები კი უკვე ლოკალიზებულია.

როგორც შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ტერიტორიაზე დამატებითი ძალის შეყვანის საჭიროება და ავიაციის ჩართვის აუცილებლობა არ არის.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები