საზოგადოება

თბილისში სექტემბრის ბოლოს მესამე საბაგირო გზა გაიხსნება

07.09.17 20:10


საბაგირო გზა, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსსა და ბაგებს აკავშირებს, სექტემბრის ბოლომდე გაიხსნება, განუცხადა "Sputnik-საქართველოს" კომპანია "საქსპეცტრანსის" დირექტორმა გიორგი მესხმა.

საბაგირო გზის აღდგენის სამუშაოები 2016 წლის სექტემბერში დაიწყო. მას ახორციელებს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია „საქსპეცტრანსი", რომლის დამფუძნებელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

მისი თქმით, მგზავრობის საფასური 1 ლარი იქნება. მგზავრებს მოემსახურება ორი ვაგონი.

მანძილი ერთი სადგურიდან მეორემდე 400 მეტრია, მგზავრობას 3 წუთი და 20 წამი სჭირდება.

„სიხშირე მგზავრთა ნაკადზე იქნება დამოკიდებული. თუ მოთხოვნა იქნება, სიხშირეს გავზრდით. ასე რომ, მგზავრები მუდმივი ლოდინის რეჟიმში არ იქნებიან. ეს სატრანსპორტო საშუალებაა და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ მგზავრებს ამასთან დაკავშირებით პრეტენზია არ ჰქონდეთ", — განაცხადა მესხმა.

საბაგირო გზა 1982-2002 წლებში ფუნქციონირებდა.

ამჟამად თბილისში ორი საბაგირო გზა მუშაობს — რიყის პარკიდან ნარიყალამდე და ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბამდე.

2030 წლამდე მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტით, თბილისში საბაგირო გზების რაოდენობა ცხრამდე უნდა გაიზარდოს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები