საზოგადოება

2017 წელს ელტონ ჯონი საქართველოში აღარ ჩამოვა

08.09.17 17:50


მსოფლიოში ცნობილი მომღერლის, სერ ელტონ ჯონის კონცერტები, რომელიც საქართველოში 16-17 სექტემბერს იყო დაგეგმილი, მომავალ წელს გაიმართება, განაცხადა პრესკონფერენციაზე კომპანია Eastern Promotions-ის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კერესელიძემ.

კონცერტები შეკვეთილში, Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზში უნდა ჩატარებულიყო.

ელტონ ჯონი საქართველოში კონცერტებს 2018 წლის ზაფხულში გამართავს.

მათ, ვინც ბილეთები 16 სექტემბრისთვის შეიძინეს, 2018 წლის 30 ივნისს დაგეგმილ კონცერტზე დასწრებას უპრობლემოდ შეძლებენ, ხოლო ისნი, ვინც ბილეთები 17 სექტემბრისთვის შეიძინა — 2018 წლის 1 ივლისს.

კონცერტის გადადების მიზეზი ელტონ ჯონის მეგობრისა და კოლეგის, ასევე მისი მუსიკალური დირექტორის ჯონ დეივი ჯონსტონის ჯანმრთელობის მდგომარეობაა — ჯონსტონმა, რომელიც ბენდის წევრი 1972 წლიდანაა, ხელზე სერიოზული ოპერაცია გაიკეთა.

საქართველოში ელტონ ჯონის კონცერტების ორგანიზატორი არიან კომპანიები Eastern Promotions და SOLO, კლიენტების პერსონალურ მომსახურებას უზრუნველყოფს "საქართველოს ბანკი".

საქართველოში ელტონ ჯონი 2017 წლის ტურნეს Wonderful Crazy Night-ის ფარგლებში წარდგება. ქართულ სცენაზე მუსიკოსი შეასრულებს ძველ ჰიტებს და ბოლო სტუდიური ალბომის Wonderful Crazy Night-ის კომპოზიციებს.

საქართველოში კონცერტის შესახებ მოლაპარაკებები მუსიკოსთან წელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა, ჰონორარის ოდენობას ორგანიზატორები არ ასაჯაროებენ.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები