საზოგადოება

ხანძრები საქართველოში: ბოლო ცნობები

11.09.17 14:30


ხანძრები ხულოში და ხახაბოში ლიკვიდირებულია, ხოლო სოფელ ართანას ტყეში ხანძრის ლიკვიდაციისთვის ყველა წინაპირობა არსებობს, განუცხადეს "Sputnik-საქართველოს" საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

სააგენტოს ცნობით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანას ტყეში, კოხტას მთის ფერდზე ამ დროისთვის ხანძრის ლოკალიზება ნარჩუნდება, არც ღია ცეცხლი ფიქსირდება და დაკვამლიანების დონემაც იკლო.

ადგილზე მუშაობს ცოცხალი ძალა, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500-ზე მეტი თანამშრომელი.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ყველა წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ ამ ხანძრის ლიკვიდირებაც მოახერხონ.

რაც შეეხება ხულოს და ხახაბოს, აქ ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია, და ადგილზე მხოლოდ მეხანძრე-მაშველების გარკვეული ნაწილი რჩება, რათა რამდენიმე დღის განმავლობაში მონიტორინგი და პრევენციული სამუშაოები აწარმოოს.

კოხტას მთაზე ხანძარი 2 სეტქმბერს გაჩნდა. ხანზარს ცოცხალი ძალით და ავიაციის გამოყენებითაც ებრძოდნენ.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები