საზოგადოება

მინისტრი: საქართველოში პირველკლასელების რიცხვი იზრდება

15.09.17 17:40


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ №143-ე (გლდანი-ნაძალადევის რაიონი) სკოლაში სტუმრობისას ქვეყანაში პირველკლასელთა რაოდენობის გაზრდაზე გაამახვილა ყურადღება.

მინისტრმა სკოლაში ყოფნისას მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

„პირველ რიგში მინდა ყველას მივულოცო, განსაკუთრებით პირველკლასელებს. ძალზე სასიხარულოა, რომ გასულ წელთან შედარებით, წელს ამ სკოლაში და ზოგადად, მთელ საქართველოში მეტი პირველკლასელია. პირველად, დიდი დროის შემდეგ, პირველკლასელების რიცხვი ქვეყანაში გაიზარდა", — განაცხადა ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო ახალ სასწავლო წელს ბევრი სიახლით ხვდება. კერძოდ, სკოლებში კვლავ დაწესდება დიდი შესვენება. გარდა ამისა, ოქტომბრიდან კვლავ აღდგება შრომის გაკვეთილები, რომელიც 2014 წელს გაუქმდა.

საქართველოს სკოლებში ახალ სასწავლო წელს ვირტუალური ლაბორატორიები, სამაგიდო თამაშები გაჩნდება, რომლებიც ბავშვებს დაეხმარება მათემატიკის, ქიმიის, ისტორიისა და ლიტერატურის უკეთ შესწავლაში და ასევე გაჩნდება ახალი საგანი "მე და საზოგადოება".



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები