საზოგადოება

თბილისის ზოოპარკში ზებრა დაიბადა

15.09.17 21:55


თბილისის ზოოპარკში ბურჩელის ზებრა დაიბადა, ნათქვამია თბილისის ზოოპარკის Facebook-გვერდზე.

ზოოპარკის ადმინისტრაციამ ახალდაბადებული მამრი ზებრის ფოტო გუშინ გამოაქვეყნა.

თბილისის ზოოპარკში ამჟამად უკვე 7 ბურჩელის ზებრა ბინადრობს.

აფრიკაში მობინადრე ზებრებს შორის ბურჩელის ზებრა ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახეობაა. ბურჩელის ზებრა ბუნებაში 9, ხოლო ტყვეობაში 40 წლამდე ცოცხლობს.

თბილისის ზოოპარკი 2015 წლის ივნისში მომხდარი წყალდიდობისას მნიშვნელოვნად დაზიანდა. დაინგრა ინფრასტრუქტურა, დაიღუპნენ ცხოველები. ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება და თანამედროვე სტანდარტების თბილისის ზოოპარკის მშენებლობა ახალ ადგილზე — თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო. ახალი ზოოპარკისთვის 48 ჰექტარზე მეტი ტერიტორია გამოიყო. ცხოველებისთვის ფართო ვოლიერები გაკეთდება და მათი საცხოვრებელი პირობები ძალიან კომფორტული იქნება.

წყალდიდობის შემდეგ თბილისის ზოოპარკს მსოფლიოს ზოოპარკებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს და საქართველოში სხვადასხვა ცხოველებს დღემდე აგზავნიან.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები