საზოგადოება

დღეიდან N150 მარშრუტზე „MAN”-ის ავტობუსები ივლიან

15.09.17 22:05


N150 მარშრუტზე ყვითელ „ბოგდანებს“ ლურჯი, „MAN”-ის მარკის ავტობუსები ჩაანაცვლებენ.

N150 მარშრუტი უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ვაჟა-ფშაველას გამზირის, ახლად რეაბილიტირებული პეკინის ქუჩის, მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირების გავლით ბარათაშვილის ხიდამდე მოძრაობს. ხოლო უკუ მიმართულებით, 26 მაისის მოედნიდან მოძრაობას კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე აგრძელებს და ვაჟა-ფშაველას გამზირს კალანდაძის ქუჩიდან უკავშირდება.

“MAN”-ის ავტობუსები გასული წლის ოქტომბრიდან დღემდე ეტაპობრივად 11 სხვადასხვა მარშრუტზე: N61, 51, 37, 87, 9, 88, 24, 14, 21, 140 და N39-ს ჩანაცვლდა. მერიამ N150 მარშრუტზე ახალი ავტობუსების გაშვება პეკინის ქუჩაზე მიმდინარე მასშტაბური სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულებამდე გადაწია. 15 სექტემბერს მარშრუტზე 7 „MAN”-ის ავტობუსი გავა, ხოლო ორშაბათიდან - 18 სექტემბრიდან ეს რიცხვი 11-მდე გაიზრდება.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები