ეკონომიკა

ქართული კომპანიები ჩინეთში სავაჭრო გამოფენაში მიიღებენ მონაწილეობას

18.09.17 15:40


უმსხვილეს საერთაშორისო საინვესტიციო და სავაჭრო გამოფენაზე China Investment and Trade Fair 2017 (CIFIT), რომელიც ჩინეთში, პროვინცია ფუჯიანში 18-21 სექტემბერს გაიმართება, დაახლოებით 120 ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ჩინეთში იმყოფება, სადაც ფუჯიანის გუბერნატორს შეხვდა და სხვა საკითხებთან ერთად, გამოფენის თემაზეც იმსჯელა.

გამოფენაზე, სადაც საქართველოს განსაკუთრებული სივრცე დაეთმობა, წარმოდგენილი იქნება ჩვენი ქვეყნის პოტენციალი სხვადასხვა დარგში, რაც, უპირველესად, საქართველოს ბიზნესკლიმატის, საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობების გაცნობას მოიაზრებს.

CIFIT-ზე ქართული მხარე წარმოადგენს იმ სახელმწიფო უწყებების სტენდებს, რომლებიც სამთავრობო პროგრამებს ახორციელებენ, და აგრეთვე ღვინის მწარმოებელ და ექსპორტიორ კომპანიებს. დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა, გაესაუბრონ ქართული კომპანიებისა და უწყებების წარმომადგენლებს.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, 2017 წელი უმნიშვნელოვანესია ქართულ-ჩინური ურთიერთობებისთვის, ვინაიდან სწორედ წელს მოეწერა ხელი შეთანხმებას ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

შეგახსენებთ: საქართველოსა და ჩინეთის ეკონომიკის მინიტრებმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დოკუმენტს ხელი 2017 წლის მაისში მოაწერეს. ხელშეკრულების თანახმად, ჩინეთში შეტანილი ქართული პროდუქციის დაახლოებით 94% საბაჟო გადასახადისგან თავისუფლდება.

აღნიშნული დოკუმენტის საბოლოო რატიფიკაცია მას შემდეგ მოხდება, რაც ორივე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოები მოახდენენ მის რატიფიკაციას.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები