ეკონომიკა

ეროვნული ბანკი ონლაინ-სესხების ბაზარს დაარეგულირებს

17.06.16 18:05


საქართველოს ეროვნული ბანკი ონლაინ-სესხების რეგულაციის საკითხზე მუშაობს, განაცხადა ჟურნალისტებთან სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

საქართველოს მთავრობა ონლაინ-სესხების გაცემის სფეროს დარეგულირებისათვის საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს. კერძოდ, მუშავდება მექანიზმები ონლაინ-სესხების გაცემა სამართლებრივ ჩარჩოში მოხდეს.

ეროვნული ბანკი ამ კუთხით სხვა ქვეყნების გამოცდილებას სწავლობს და ამ ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით მიღებული გადაწყვეტილება მაქსიმალურად იქნება საქართველოს რეალობასთან დაახლოებული, განაცხადა გვენეტაძემ.

ონლაინ-საკრედიტო ორგანიზაციები საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან გამოჩნდა. მათ მიერ გაცემული პირველი სესხი, როგორც წესი, უპროცენტოა და ეს ფაქტი აქტიურად გამოიყენება კონკრეტული მიკრო-საფინანსო ორგანიზაციის რეკლამისას, თუმცა, არ ხდება მოსახლეობის ინფორმირებულობა შემდგომ თვეებში საპროცენტო განაკვეთის ოდენობაზე.

საშუალოდ, კრედიტის მოცულობა 50-დან 700 ლარამდეა. ონლაინ-კომპანიების მომხმარებელი მოკლევადიან სესხებს ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე იღებს. სესხი 10-15 წუთში მტკიცდება და მომხმარებლისადმი ერთადერთი მოთხოვნაა, რომ მისი ასაკი მინიმუმ 20 წელი უნდა იყოს.

მომხმარებელთა უმეტესობა სესხს 500-დან 1000 ლარის ფარგლებში იღებს და მიუხედავად მაღალი საპროცენტო განაკვეთისა, ონლაინ-საკრედიტო ორგანიზაციების პოპულარობა დღითიდღე იზრდება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 55


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები