საზოგადოება

ანაკლიის პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა

17.06.16 21:50


ანაკლიის პოლიციის უფროსმა პაპუნა დიდიშვილმა საკუთარი განცხადების საფუძველზე დაკავებული თანამდებობა დატოვა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პაპუნა დიდიშვილმა თანამდებობა გამოძიების დასრულებამდე დატოვა.

ანაკლიის პოლიციის უფროსი პაპუნა დიდიშვილი ავტომანქანით 22 წლის სალომე აქირთავას დაეჯახა.

საქმეს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით იძიებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

რაც შეეხება 22 წლის სალომე აქირთავას ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის თავდაპირველად ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მას მრავლობითი მოტეხილობები და სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდა. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ოჯახის მოთხოვნით, სალომე აქირთავა ამჟამად ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 469


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები